ლოს-ანჯელესის საჯარო სკოლებში 12 წელს გადაცილებული მოსწავლეებისთვის კოვიდვაქცინაცია სავალებულო ხდება

ლოს-ანჯელესის გაერთიანებულმა სასკოლო ოლქმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 12 წელს გადაცილებული მოსწავლეებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება სავალდებულო იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ვერ დაესრებიან საგაკვეთილო პროცესს.

ახალ გადაწყვეტილებას საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

"მე ამას ვხედავ, როგორც აუცილებლობას, რომ დავიცვათ 12 წლამდე ბავშვები, რომელთა ვაქცინაცია შეუძლებელია", - განაცხადა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა.

გამონაკლისი შეეხებათ მხოლოდ მათ, ვისაც ვაქცინაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის, ან რელიგიური კუთვნილების გამო არ შეუძლიათ.

როგორც ცნობილია, ახალი წესი ამოქმედდება იანვარში. 12 წლის და უფროსი ასაკის მოსწავლეებმა უნდა აჩვენონ, რომ ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთეს 21 ნოემბრამდე, ხოლო მეორე დოზა 19 დეკემბრამდე.