უკრაინა მზად არის, გახდეს NATO-ს წევრი,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, ერთ-ერთ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვჭირდებით NATO-ს. ჩვენ გვგონია, რომ უკრაინის გარეშე ევროკავშირი ძლიერი არ იქნება. მე ამაზე ღიად ვესაუბრები შეერთებული შტატების პრეზიდენტს, მე მჯერა, რომ უკრაინის გარეშე NATO ბევრს დაკარგავს, უკრაინის გარეშე ევროკავშირი მნიშვნელოვნად დასუსტდება", - განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მან ნახა "აშშ-ის მტკიცე ეროვნული გვარდია", ევროპული არმიების მრავალი წარმომადგენელი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინული არმია დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არმიაა.
მისი თქმით, უკრაინა მზად არის NATO-ში გასაწევრიანებლად არმიის, სპეციალისტების, მიმდინარე რეფორმების დონის გათვალისწინებით.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, NATO-სა და ევროკავშირს რუსეთის გაძლიერება თუ სურთ, მაშინ მათ არ უნდა მიიღონ უკრაინა. მისივე თქმით, დასავლეთს თუ სურს, რომ ევროკავშირი და NATO ძლიერები დარჩნენ, ისეთი ქვეყნები, როგორიც უკრაინაა, რომელიც არის ევროპაში ტერიტორიით ყველაზე დიდი, ასევე ძლიერი მოსახლეობით, რომელმაც რამდენიმე ომი გადაიტანა, უნდა იყვნენ ამ კავშირებში.