"ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მშენებლობა დასრულდა

"ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მშენებლობა დღეს დასრულდა. ამის შესახებ ნათქვამია "გაზპრომის" განცხადებაში.

"გაზპრომის" დილის ოპერატიულ შეხვედრაზე, გამგეობის თავმჯდომარემ ალექსეი მილერმა თქვა, რომ დღეს დილით, მოსკოვის დროით 8:45 საათზე, "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" გაზსადენის მშენებლობა სრულად დასრულდა", - ნათქვამია განცხადებაში.

"გაზპრომის" ინფორმაციით, მიმდინარე წელს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის საშუალებით 5.6 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება იქნება შესაძლებელი.

Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსული "გაზპრომი" გაზის მიწოდებას "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის პირველი ხაზის მეშვეობით, გაზსადენის პირველი ოქტომბრიდან გეგმავს, ორივე მილსადენით კი პირველი დეკემბრისთვის.

როგორც ცნობილია, 1 200 კილომეტრის სიგრძის გაზსადენმა რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით და უკრაინის გვერდის ავლით უნდა განახორციელოს. გაზსადენის ორივე ხაზის სიმძლავრე წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრია.

ამავე თემაზე:

რუსეთი „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ ფუნქციონირების დაწყებას აანონსებს