დიეგო მარადონას პირადი ექიმი ლეოპოლდო ლუკე აცხადებს, რომ ის ფეხბურთელის სიკვდილზე პასუხისმგებელი არ არის.
„თავს საშინლად ვგრძნობ, რადგან ჩემი მეგობარი გარდაიცვალა, მე ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი არ ვარ. ვიცი, რა გავუკეთე დიეგოს და ვიცი, როგორც გავაკეთე ეს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე დიეგოსთვის,“- განაცხადა ლეოპოლდო ლუკემ.
ცნობისათვის, არგენტინის პროკურატურა ცდილობს დაადგინოს, გამოიჩინა თუ არა ექიმმა გულგრილობა მარადონას მკურნალობისას და არის თუ არა ის ფეხბურთელის არაგანზრახ მკვლელობაში დამნაშავე. ამ მიზნით სამართალდამცავებმა ლეოპოლდო ლუკეს სახლსა და სამუშაო კაბინეტში ჩხრეკა ჩაატარეს და მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და დოკუმენტაცია ამოიღეს. გამოძიება მარადონას სამი ქალიშვილის ჩვენების საფუძველზე დაიწყო.