ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Moderna-ს განცხადებით, ის ავითარებს ერთ ვაქცინას, რომელიც აერთიანებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელ დოზასა და სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
ახალი ვაქცინა, რომელსაც კომპანია ეძახის mRNA-1073, აერთიანებს Moderna-ს ამჟამინდელ Covid-19 ვაქცინასა და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას, რომელიც ასევე დამუშავების პროცესშია.
როგორც CNBC წერს, ამ ინფორმაციის გამოცხადების შემდეგ ,Moderna-ს აქციები 5%-ზე მეტით გაიზარდა.
"დღეს ვაცხადებთ, რომ რესპირატორული დაავადებების წინააღმდეგ ვაქცინის პროგრამის ფარგლებში პირველი ნაბიჯი გადავდგით, რომლის მიზანი ერთდოზიანი ვაქცინის შექმნაა, რომელიც აერთიანებს კორონავირუსისა და გრიპის საწინააღმდეგო გამაძლიერებელ დოზებს.
ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომელიც წინ გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია ბაზარზე გამოვიტანოთ მაღალი ეფექტურობის ყოველწლიური გამაძლიერებელი", - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფან ბანსელმა განცხადებაში.