მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 63 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს.
მონაცემების თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ-19-ით 63 070 279 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 43 544 373 ადამიანი, 1 465 095 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის მსოფლიოში 18 060 811 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია.