პორტუგალიის ყოფილი პრეზიდენტი, ჟორჟე სამპაიუ გარდაიცვალა

პორტუგალიის ყოფილი პრეზიდენტი, ჟორჟე სამპაიუ 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. პორტუგალიის პრეზიდენტის პოსტი მას ორი ვადით, 1996 წლიდან 2006 წლამდე ეკავა.

პორტუგალიელ ხალხს ყოფილი პრეზიდენტის, ჟორჟე სამპაიუს გარდაცვალების გამო უსამძიმრებს საქართველოს პრეზიდენტი.

„ვუსამძიმრებ პორტუგალიელ ხალხს ყოფილი პრეზიდენტის, ჟორჟე სამპაიუს გარდაცვალების გამო. მას ევროპული ღირებულებებისა და თავისი ერის თავისუფლებისადმი ერთგულებით დაიმახსოვრებენ“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე.