საფრანგეთის ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს კორონავირუსის პანდემიის მართვის საქმეზე ბრალი წარუდგინეს

საფრანგეთის ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრს ანიე ბუზინს ბრალი წაუყენეს. France24-ის ცნობით, საქმე ეხება Covid19-ის პანდემიის მართვის თემას.

როგორც Le Monde წერს, მინისტრს ედავებიან „სხვების სიცოცხლის რისკის ქვეშ“ დაყენებას. სხვა დეტალები ჯერ არ ვრცელდება.

ანიე ბუზინი არის ფრანგი ჰემატოლოგი, იმუნოლოგი და ტრანსპლანტოლოგი. საფრანგეთის სოლიდარობისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი იყო 2017 წლის 17 მაისიდან 2020 წლის 16 თებერვლამდე.