საქმეზე - “ჟულიენ სანჩესი საფრანგეთის წინააღმდეგ” ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სოციალურ ქსელში მომხმარებელი პასუხისმგებელია სიძულვილის შემცევლ კომენტარებზე, რომელიც მის გვერდზე სხვა მომხმარებლებმა დატოვეს.
საქმე ეხება 2011 წლის ოქტომბრის მოვლენებს, როცა საფრანგეთის სამხრეთით მდებარე ქალაქის მერმა ჟულიენ სანჩესმა საპარლამენტო არჩევნების დროს მის პოლიტიკურ ოპონენტზე Facebook სტატუსი გამოაქვეყნა.
მისი პოსტის ქვეშ კი პოლიტიკოსის მხარდამჭერებმა ქალაქის მუსლიმ მოსახლეობაზე სიძულვილის შემცველი კომენტარები დაწერეს, რის გამოც მას სასამართლოში უჩივლეს.
2013 წელს 4 000 ევროს ოდენობით ჯარიმის დაკისრების შემდეგ სანჩესმა საქმე მეორე ინსტანციის სასამართლოშიც წააგო და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა.
საქმის გნახილვის შემდეგ, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ კომენტარებზე პასუხისმგებლობაც სანჩესს ეკისრებოდა, რადგან სიძულვილის შემცველი კომენტარები პოსტის ავტორს მომხდარიდან თვეების განმავლობაში არ წაუშლია და ისინი საზოგადოებისთვის იყო ხელმისაწვდომი.