ქაბულის აეროპორტთან აფეთქებისას დაღუპული ამერიკელი სამხედროები „მეწამული გულით“ დაჯილდოვდნენ

ავღანეთში, ქაბულის აეროპორტში აშშ-ის ევაკუაციის მისიის დროს დაღუპული 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე „მეწამული გულით“ (საპატიო სახელმწიფო ჯილდო აშშ-ში) დაჯილდოვება. ამის შესახებ საზღვაო ძალების განცხადებაშია ნათქვამი.

ეს ჯილდო 1782 წელს პრეზიდენტმა ჯორჯ ვაშინგტონმა დააარსა.

შეგახსენებთ, რომ 31 აგვისტოს ქაბული აშშ-ის საევაკუაციო მისიის ბოლო თვითმფრინავმა დატოვა, რითაც ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების 20-წლიანი მისია დასრულდა.

ქაბულის აეროპორტში ევაკუაციის ქაოსური პროცესის დროს მოხდა ტერაქტიც, რომელსაც 170-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. დაშავდა სულ მცირე 200 ადამიანი.

მოგვიანებით, აშშ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული არიან "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერები.