CDC: არავაქცინირებულებში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი 11-ჯერ მეტია

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ არავაქცინირებულებში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი 11-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სრულად ვაქცინირებულებში. ინფორმაციას TheHill ავრცელებს.

კვლევამ, რომელიც მოიცავს 600 000-ზე მეტ ადამიანს, ასევე დაადგინა, რომ არავაქცინირებული მოსახლეობის ჰოსპიტალში მოხვედრის მაჩვენებელი 10-ჯერ უფრო მეტია, რაც ხაზს უსვამს, რომ კოვიდვაქცინები ადამიანებს იცავს სიკვდილისა და ჰოსპიტალიზაციისგან.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ არავაქცინირებულ ადამიანებს კორონავირუსი 4,5-ჯერ უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე სრულად ვაქცინირებულებს.

"როგორც ჩანს, ვაქცინაცია მუშაობს. CDC გააკეთებს ყველაფერს, რაც შეგვიძლია, ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის მაჩვენებლების გასაზრდელად, ვაქცინებისადმი ნდობის გასაზრდელად და მოქალაქეების ინფორმირებისთვის.

დასკვნა ასეთია: ჩვენ გვაქვს მეცნიერული ინსტრუმენტები, რომლებიც გვჭირდება ამ პანდემიის დასაძლევად. ვაქცინაცია მუშაობს და დაგვიცავს კორონავირუსის მძიმე გართულებებისგან. ეს დაიცავს ჩვენს ბავშვებს და მათ საშუალებას მისცემს დარჩნენ სკოლაში უსაფრთხო სწავლისთვის", - განაცხადა CDC-ის დირექტორი როშელ ვალენსკიმ.