გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მოითხოვა ავღანეთში ფულადი სახსრების შეტანა, რათა თავიდან აიცილოს ეკონომიკური ვარდნა, რომელიც ავღანელი ხალხისთვის "კატასტროფულ" სიტუაციას გამოიწვევს და იქნება "საჩუქარი ტერორისტული ჯგუფებისთვის". ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მისი თქმით, ამ მომენტში გაეროს არა აქვს საკმარისი თანხა. როგორც გუტერეშმა აღნიშნა, "ამ მომენტში გაეროს არ შეუძლია ხელფასების გადახდა საკუთარი თანამშრომლებისთვის"
"ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზები, რათა თავიდან ავიცილოთ ისეთი მდგომარეობა, რომელიც კატასტროფული იქნება ხალხისთვის და, ჩემი აზრით, არასტაბილურობის წყარო და ქმედება, საჩუქარი იქნება ტერორისტული ჯგუფებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ მოქმედებენ", - განაცხადა გუტერეშმა.
გუტერეშმა ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც ავღანეთში მისმა სპეციალურმა წარმომადგენელმა დებორა ლიონსმა აღნიშნა, რომ ავღანეთის მილიარდობით დოლარის საერთაშორისო აქტივების გაყინვა, "თალიბანის" ხელში ჩაგდების მიზნით, აუცილებლად გამოიწვევს "მძიმე ეკონომიკურ ვარდნას".
როგორც გუტერეშმა განაცხადა, ის ესაუბრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელ კრისტალინა გეორგიევას და ჟურნალისტებს ჟურნალისტებს, რომ აუცილებელია შეთანხმდნენ, უარი თქვან აქტივების გაყინვაზე.