ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 533 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 762 პაციენტი, 57 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 579 031 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 536 321, გარდაიცვალა 8 146 პაციენტი.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 383 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 987 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 396 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.37%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.09% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.50%.
ინფიცირების 2 533 ახალი შემთხვევიდან 924 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 177, იმერეთი - 422, ქვემო ქართლი - 168, შიდა ქართლი - 150, გურია - 54, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 243, კახეთი - 244, მცხეთა-მთიანეთი - 77, სამცხე-ჯავახეთი - 55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 34 538, საიდანაც: 6 214 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 583, აჭარაში - 716, იმერეთში - 1 099.
მძიმე პაციენტი: 1 488, მათ შორის, თბილისში - 621, აჭარაში - 165, იმერეთში - 359.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 374, მათგან თბილისში - 224, აჭარაში - 37, იმერეთში - 28.
1 780 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 964 - თბილისში, 472 - აჭარაში.
26 544 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 87 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 80, ხოლო აჭარაში - 7.
სულ 6 ოქტომბრიდან - 10 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 141 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 303 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 523 პირი, აჭარაში - 3 410, იმერეთში - 3 204.