სალომე ზურაბიშვილი: საქართველო განაგრძობს თავისი წვლილის შეტანას მსოფლიო უსაფრთხოების დასაცავად

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 11 სექტემბრის ტრაგედიის 20 წლისთავს Twitter-ზე გამოეხმაურა.

"20 წლის წინ, მსოფლიო შეძრა 11 სექტემბრის ტრაგედიამ.

20 წლის წინ, საერთაშორისო საზოგადოება ერთად დადგა მსოფლიო უსაფრთხოების დასაცავად, რაშიც საქართველო განაგძობს თავისი წვლილის შეტანას. ამ თანამედროვეობის ბოროტებაზე გლობალური პასუხი სოლიდარობა იყო.

ეს არის გაკვეთილი, რომელიც ჩვენ არასდროს უნდა დავივიწყოთ!", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2001 წლის 11 სექტემბერის დილას ალქაიდას 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 თვითმფრინავი გაიტაცა. ერთ-ერთი გზაში ჩამოვარდა, მეორე - დაეცა პენტაგონის შენობას, დანარჩენი ორი - ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს დაეჯახა.