იტალიაში, კუნძულ პანტელერიას ტორნადომ გადაურა, რის შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე 2 ადამიანი,- ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 9 მოქალაქე.
ხელისუფლების ცნობით, ცხრა დაშავებულიდან ოთხის მდგომარეობა მძიმეა. საავადმყოფოს ვერტმფრენმა ახლომდებარე ლამპედუზას კუნძულიდან, უამინდობის გამო, სწრაფადად ვერ შეძლო პანტელერიას კუნძულზე მისვლა და დახმარების.
ერთ-ერთი მაშველი მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ "აპოკალიფსური" სცენა იხილა.
იტალიის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ცნობით, დაღუპულებს შორის არის მორიგე მეხანძრე, რომელიც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. როგორც ის, ასევე მეორე მსხვერპლი, 86 წლის კაცი, იმ დროს მართავდნენ თავიანთ მანქანებს, რა დროსაც ძლიერმა ქარმა გადაუარა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქარიშხალმა ძირითადად სიცილია დააზარალა. დაზიანდა სახლები, მანქანები და ინფრასტრუქტურა.