Reuters-ი: შესაძლოა, აშშ-მა 5-11 წლის ბავშვების Pfizer-ით აცრაზე ნებართვა ოქტომბერში გასცეს

აშშ-ის ჯანდაცვის მაღალჩინოსნები თვლიან, რომ Pfizer-ის ვაქცინა 5-11 წლის ასაკის ბავშვებისთვის შეიძლება ნებადართული იყოს ოქტომბრის ბოლოსთვის, - ამის შესხებ ორ წყაროზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს.

წყაროების ინფორმაციით, ეს მოსაზრება ემყარება იმ მოლოდინს, რომ ოქტომბრის ბოლოსთვის Pfizer-ის შემქმნელებს ექნებათ შესაბამისი კლინიკური ცდების შედეგები, რომ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისგან (FDA) მიიღონ ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა ამ ასაკობრივ ჯგუფისთვის.

ერთ-ერთი წყაროს თანახმად, ჯანდაცვის საკითხებზე გამართულ ონლაინშეხვედრაზე აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ანალოგიური კვლევების დასრულებისთვის Moderna-ს 3 კვირით მეტი დასჭირდება. მისი თქმით, Moderna ამ გადაწყვეტილებამდე შესაძლოა, ნოემბრის ბოლოს მივიდეს. მეორე წყაროს თქმით, ფაუჩის ვადები Moderna- სთვის "ოპტიმისტური" ჩანდა.

Pfizer-ისა Moderna-ს კომპანიებში ჯერ ოფიციალურ პირებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.