სამხრეთ აფრიკაში 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცეს

სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის მარეგულირებელმა 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას TheGuardian-ი ავრცელებს.

სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის პროდუქტების ორგანოს (SAPHRA) განცხადებით, გადაწყვეტილება ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობასთან დაკავშირებით მიღებული განახლებული ინფორმაციის განხილვის შედეგად მიიღეს.

სამხრეთ აფრიკაში, სადაც 60 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვაქცინირებულია მოსახლეობის დაახლოებით 12%.