„ეს არის ამერიკა, რომელსაც მე ვიცნობ”, - ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ის 41-ე პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 11 სექტემბრის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე შეკრებილებს.
„იმ საბედისწერო დროს, ჩვენ სხვა გაკვეთილებიც მივიღეთ. დავინახეთ, რომ ამერიკელები დაუცველები იყვნენ, მაგრამ ისინი არ გატყდნენ. შინაგანი სიძლიერის წყალობით, ისინი გადაურჩნენ ყველაზე უარესს, რისი მოტანაც შეუძლია ცხოვრებას.
ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ სიმამაცე იმაზე მეტად გვაერთიანებს, ვიდრე წარმოგვედგინა. ჩვენ ნათლად ვიგრძენით, რამდენად დროებითი და წმინდა საჩუქარია ყოველი საათი ჩვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად. და ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ყველაზე გრძელი დღეებიც კი მთავრდება“, - განაცხადა ჯორჯ ბუშმა.
ამერიკული მედიის ცნობით, ბუშმა, რომელმაც თავდასხმების შემდეგ გადაწყვიტა ავღანეთში შეჭრა და რამაც გამოიწვია ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომი, მიმართა მათ, ვინც აშშ-ის სამხედრო ოპერაციებში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მსახურობდა.
„თქვენ დაიცავით თქვენი თანამოქალაქეები საფრთხისგან. თქვენ დაიცავით თქვენი ქვეყნის რწმენა. თქვენ იყავით იმედისა და წყალობის სახე სიბნელეში. თქვენ იყავით ძალა უკეთესი მსოფლიოსთვის“, - აღნიშნა ჯორჯ ბუშმა.
ამავე თემაზე: