ადვოკატის ინფორმაციით, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე დაკავებული დანაშაულის მოტივად ბანკის ვალს ასახელებს

ადვოკატ ლეილა გარსევანიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულის ჩადენის მოტივად ბანკის ვალს ასახელებს. ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს შალვა მელიქიშვილისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, მელიქიშვილს 52 000 ლარამდე „თიბისი ბანკის“ ვალი აქვს.

„მოტივი ფინანსური მდგომარეობაა. ვალი ჰქონდა „თიბისი ბანკის“, რის გამოც ბინას გაუყიდდნენ. მან გადაწყვიტა, რომ ბანკში შესულიყო.

ამასთან, ვერაფერს გეტყვით ბრალის გადაკვალიფიცირებაზე. სამი მუხლით აქვს ბრალდება წარდგენილი და როდესაც მტკიცებულებები სრულად შეიკრიბება, მერე შესაძლებელია მოხდეს გადაკვალიფიცირება, ან სასამართლო განხილვის დროს“, - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა.

ამავე თემაზე:

პროკურატურამ „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა