კახა კალაძე: ნარკოტესტის თემაზე საუბარი დავამთავრე

„გულწრფელად მეგონა, რომ ყველა კანდიდატი ერთად ვაწარმოებდით კამპანიას ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით. თუმცა, არაუშავს, მე ამას მარტო გავაკეთებ“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„მე ნარკოტესტის თემაზე საუბარი დავამთავრე, გულწრფელად მეგონა, რომ ყველა გვერდით დამიდგებოდა და ვაწარმოებდით კამპანიას ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით. თუმცა, არაუშავს, მე ამას მარტო გავაკეთებ. ამ მიმართულებით, ბოლო წლების განმავლობაში, უამრავი კარგი საქმე მაქვს გაკეთებული ჩემს გუნდთან ერთად და მომავალშიც ძალიან კარგ პროექტებს განვახორციელებთ. ეს იქნება მულტიფუნქციური კომპლექსები, რეკრეაციულ სივრცეებში ფიტნეს ზონების მოწყობა, სადაც ყველა თაობის ადამიანი სპორტით და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამავე თემაზე:

კახა კალაძემ ნარკოტესტის ჩააბარა

გიორგი გახარია ნარკოტესტის ჩაბარებაზე კახა კალაძის მოწოდებას პასუხობს

ნარკოტესტის ჩაბარებაზე კახა კალაძის მოწოდებას ნიკა მელიაც პასუხობს