გიორგი გახარია ნარკოტესტის ჩაბარებაზე კახა კალაძის მოწოდებას პასუხობს

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია მზად არის, თვითმართველობის არჩევნებამდე ნარკოტესტი ჩააბაროს. ამის შესახებ მან "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მას ნარკოტესტი რამდენჯერმე ჩაუბარებია და ამის პრობლემა არ აქვს.

"ნარკოტესტთან დაკავშირებით, მე საერთოდ არანაირი პრობლემა არ მაქვს. რამოდენიმეჯერ ჩამიბარებია. რა თქმა უნდა, როგორც კი თავისუფალი დრო მექნება მე ამას გავაკეთებ... რა მნიშვნელობა აქვს როდის ჩავაბარებ, ვინმემ უნდა განმისაზღვროს მე ხვალ უნდა გავაკეთო ეს, თუ ზეგ?! როცა დრო მექნება, არჩევნებამდე გავაკეთებ.

კახამ ხომ ჩააბარა კოკაინზე ტესტი, ახლა ძალიან მაინტერესებს დებატების ტესტს როგორ ჩააბარებს. მე ჩემს ტესტს როგორმე მივხედავ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამავე თემაზე:

კახა კალაძე მერობის კანდიდატებს ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდებს

კახა კალაძემ ნარკოტესტის ჩააბარა