ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1838 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 5289 პაციენტი, 39 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 605 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 226 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 379 PCR ტესტით.
ქვეყანაში COVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 580 869-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი შეადგენს 7.79%-ს, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 7.94%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 7.48%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 289 ადამიანი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 541 610.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 185 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 838 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 675, აჭარა - 201, იმერეთი - 257, ქვემო ქართლი - 97, შიდა ქართლი - 72, გურია - 77, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 198, კახეთი - 206, მცხეთა-მთიანეთი - 22, სამცხე-ჯავახეთი - 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 31 048 საიდანაც: 6 194 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 570, აჭარაში - 719, იმერეთში - 1 073. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 429 პირი, მათ შორის, თბილისში - 565, აჭარაში - 172, იმერეთში - 351.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პირი, მათგან თბილისში - 212, აჭარაში - 37, იმერეთში - 25. 1 690 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 944 - თბილისში, 434 - აჭარაში.
23 164 ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 89 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 82, ხოლო აჭარაში - 7. სულ 6 ოქტომბრიდან - 11 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 144 პირი.• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 305 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 754 პირი, აჭარაში - 3 297, იმერეთში - 3 171.