შვედ წყვილს შვილისთვის ვლადიმერ პუტინის დარქმევის ნებართვა არ მისცეს

შვედ წყვილს შვილისთვის ვლადიმერ პუტინის დარქმევის ნებართვა არ მისცეს. ამის შესახებ ადგილობრივი რადიო იუწყება. ბავშვის მშობლებმა შვედეთის შესაბამის სამსახურს მიმართეს, მაგრამ მათ უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე.

ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, სააგენტოს თანამშრომლებს შეუძლიათ, უარი თქვან მშობლების მიერ კონკრეტული სახელის შერჩევაზე, თუ თვლიან, რომ ეს დისკომფორტს გამოიწვევს.

სააგენტოს თანამშრომლებს არ განუმარტავთ, რატომ არ დაარეგისტრირებენ რუსეთის პრეზიდენტის სახელს და გვარს, თუმცა ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, მათ ამის უფლება აქვთ, თუ ჩათვლიან, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება უხერხულობას გამოიწვევს.

ადრე სააგენტომ ასევე უარი უთხრა ოჯახებს, რომელთაც სურდათ თავიანთი შვილებისთვის მაიკლ ჯექსონი, Ford-ი და Pilsner-ის, Google-ის სახელის მინიჭება გადაწყვიტეს.

ამავე დროს, არის შემთხვევა, როდესაც მშობლებმა მოახერხეს შვილების გუგლის სახელით დამტკიცების მიღება.

შვედი მშობლები ვალდებულნი არიან, თავიანთ ახალშობილთა სახელები შვედეთის საგადასახადო სააგენტოს ბავშვის დაბადებიდან პირველი სამი თვის განმავლობაში შეატყობინონ.