რუსეთი მზადაა, საქართველოს სურვილის შემთხვევაში რუსული ვაქცინა უწილადოს - კარასინი

რუსეთი მზადაა, საქართველოს სურვილის შემთხვევაში რუსული ვაქცინა უწილადოს - ამის შესახებ ტელეკომპანია "იმედთან" სატელეფონო ინტერვიუში, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა.

"ზურაბ აბაშიძესთან დეტალურად არ განგვიხილავს კორონავირუსთან ბრძოლის საკითხი, უბრალოდ აღვნიშნეთ, რომ ამ დაავადებამ შეცვალა ცხოვრება რუსეთშიც და საქართველოშიც და ამის გამო დაზარალდა ჩვენი ორმხრივი კონტაქტებიც, ვაჭრობაც, ტურიზმიც, ჩვენ ყველანი დავზარალდით ვირუსისგან, მაგრამ, თუ საჭირო გახდება კორონავირუსის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის საკითხების განხილვა, ჩვენ მზად ვართ, ეს ყველა ფორმატში განვიხილოთ. ამას უკვე ვაკეთებთ საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატში. ახლა ვასრულებთ მუშაობას ვაქცინაზე და, თუ იქნება ქართული მხარის ინტერესი, რა თქმა უნდა, მზად ვართ, ვაქცინაც გავუნაწილოთ. საამისო კონტაქტები ჩვენ გვაქვს. მედიკოსების და ვირუსთან ბრძოლის სტუქტურების ხაზით. ეს საკითხი ვახსენეთ მე და ბატონმა ზურაბმა, თუმცა ეს არ იყო ჩვენი მოლაპარაკებების მთავარი თემა. თუმცა, იყო იმ საკითხებში, რაც განვიხილეთ", - განაცხადა კარასინმა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ირწმუნება, რომ რუსეთში შექმნილი ორივე ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია, თუმცა თავად მას ჯერ არ იკეთებს.