მედია: ქართველი „კანონიერი ქურდი“ ნოდარ ჯინჭველაშვილი რუსეთის საპატიმროში გარდაცვლილი იპოვეს

ქართველი „კანონიერი ქურდი“, 63 წლის ნოდარ ჯინჭველაშვილი, რომელიც კრიმინალურ სამყაროში „შოშიას“ სახელით იყო ცნობილი, რუსეთის ქალაქ ვოლოგდას საპატიმროში გარდაცვლილი იპოვეს.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ის სასჯელს ვოლოგდას ციხეში 2019 წლის შემდეგ იხდიდა. ძარცვის, ქურდობის, ტრეფიკინგის, იარაღის უკანონოდ ტარების და ნარკოდანაშაულის, ბრალდებით კი 7-ჯერ იყო ნასამართლევი.