ბელგიური და ჰოლანდიური ნაგაზები, კობრა და ბეტა მაიამის აეროპორტის თანამშრომლებში Covid19-ს ყნოსვით დაადგენენ. სპეციალურად გაწვრთნილ ძაღლებს ამ სტატუსით ოფიციალურად პირველად გამოიყენებენ. ერთ-ერთ ყველაზე დატვირთული აეროპორტი ეს საპილოტე პროგრამის ნაწილია, რომლის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, ცხოველებმა მგზავრების ტესტირებაც დაიწყონ.
ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ კენეთ ფურტონის განცხადებით, ცხოველებმა ვირუსის გამოვლენის მაჩვენებლებში 96–99 პროცენტიან სიზუსტეს მიაღწიეს.