ერაყში, ერბილის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს სამი რაკეტა ისროლეს, იუწყება Reuters-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით. თავდასხმა დრონებით მოხდა.
რაკეტები ჩამოვარდა იმ ტერიტორიაზე, სადაც აშშ-ის შეიარაღებული ძალები არიან განლაგებულნი. თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ მათ ექვსი აფეთქების ხმა გაიგეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.