უკრაინაში მოსამართლე გარდაცვლილი იპოვეს

კიევის მახლობლად, პეჩერსკის რაიონული სასამართლოს 53 წლის მოსამართლე ვიტალი პისანსტი გარდაცვლილი იპოვეს.

ამის შესახებ კიევის ოლქის პოლიციის პრესმდივანმა ირინა პრიანიშნიკოვამ უკრაინულ სააგენტოს განუცხადა.

მისივე თქმით, მოსამართლის გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

პისანეცს განხილული აქვს გახმაურებული საქმე 2016 წელს, როდესაც კიევში ჟურნალისტ პაველ შერემეტი მოკლეს.

ამასთან, მედიაში გავრცელებული ცნობით, ვიტალი პისანსტი ორი დღის წინ განიხილა საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის მეგის ქარდავას ექსტრადირების საქმე და საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა.