კახა კალაძე: მეტროსადგურ „გოცირიძის“ ბაქანი თავიდან არის ასაშენებელი

მეტროსადგურ „გოცირიძის“ ბაქანი თავიდან არის ასაშენებელი.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით, მისი რეაბილიტაცია საფრთხეს წარმოადგენს.

„ბაქანი მთლიანად თავიდან ასაშენებელია, აქვს პრობლემა, გვაქვს სამხარაულის დასკვნა ამასთან დაკავშირებით, რომ საფრთხეს წარმოადგენს მისი რეაბილიტაცია. შესაბამისად, ბაქანი თავიდან არის ასაშენებელი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მეტროსადგური „გოცირიძე“ მგზავრებს 2021 წლის თებერვლიდან ვერ ემსახურება. სარემონტო -სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, თავდაპირველად, სადგურის სამი თვის განმავლობაში დაკეტვა დაანონსდა, თუმცა, მოგვიანებით ეს ვადა გახანგრძლივდა.