რომის პაპი ფრანცისკე ბუდაპეშტში ჩავიდა. ის ნახევარსაათიანი შეხვედრა გამართა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან და პრეზიდენტ იანოშ ადერთან. მანამდე, რომის პაპმა უნგერთის დედაქალქში გმირთა მოედანზე, ღია ცის ქვეშ აღავლინა მესა, რომელსაც 70 ათასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.
9,8 მილიონიან უგრეთში რომის პაპი 7 საათიან ვიზიტის შემდეგ მეზობელ სლოვაკეთში ჩავა, სადაც მისი ვიზიტი ორ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდება.
„ერთი მხრივ, ორბანი მიგრაციისგან „ქრისტიანული ევროპის“ დამცველია. მეორე მხრივ, რომის პაპი ფრანცისკე მოუწოდებს ყველა რელიგიის წარმომადგენლის დახმარებისკენ, რომლებიც ომს და სიღარიბეს გაურბიან. ორბანის მომხრე მედიამ და პოლიტიკოსებმა პონტიფიკოსს ლტოლვილთა მიმართ სენტიმენტების გამო მას „ანტიქრისტიანი“ და უნგრეთში დაბადებული ლიბერალი ამერიკელი მილიარდერის „ჯორჯ სოროსის პაპი“ უწოდეს“, - წერს AFP.