ერაყმა Astrazeneca-ს ვაქცინის 100,000-ზე მეტი დოზა იტალიისგან COVAX პლატფორმის საშუალებით მიიღო. ამის შესახებ Unicef-მა განაცხადა.
40 მილიონიან რაყში ოთხ მილიონზე მეტი ადამიანი, მოსახლეობის 10% აცრილია ერთი დოზით.
ჯანდაცვის მუშაკები აცხადებენ, რომ ებრძვიან არამხოლოდ კორონავირუსს, არამედ ვაქცინების მიმართ გავრცელებულ სკეპტიციზმს, რომელიც ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა.
ერაყმა ვაქცინაციის კამპანია მარტში, Pfizer-BioNTech-ის, AstraZeneca-ს და Sinopharm-ის ვაქცინებით დაიწყო. ქვეყანაში აღრიცხულია კორონავირუსის 1.9 მილიონზე მეტი კოშემთხვევა და თითქმის 21,500 კოვიდინფიცირებული დაიღუპა.