ჩრდილოეთ კორეამ შაბათ-კვირას ახალი შორის მოქმედების, საკრუიზო რაკეტა წარმატებით გამოსცდა, - ამის შესახებ ინფორმაციას, ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტო წერს, რომ ანალიტიკოსების აზრით, ეს შესაძლოა, ქვეყნის პირველი ასეთი იარაღი იყოს, რომელსაც ბირთვული შესაძლებლობები გააჩნია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, რაკეტები არის "დიდი მნიშვნელობის სტრატეგიული იარაღი". მან სამიზნემდე მისაღწევად 1 500 კილომეტრის მანძილი დაფარა, რის შემდეგაც ის ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში ჩავარდა.
"ეს იქნება პირველი საკრუიზო რაკეტა ჩრდილოეთ კორეაში, რომელსაც მკაფიოდ აქვს განსაზღვრული "სტრატეგიული როლი", - აცხადებს აშშ-ში დაფუძნებული "საერთაშორისო მშვიდობის" კარნეგის ფონდის უფროსი თანამშრომელი.
სამხრეთ კორეის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით დეტალურ ანალიზს ახორციელებენ შეერთებულ შტატებთან ერთად.