რუსეთში, ირკუტსკის რეგიონში L-410 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი ავარიულად დაეჩვა, რის გამოც 4 ადამიანი დაირუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე 16 ადამიანი იმყოფებოდა. დაღუპულთა შორისაა პილოტი და 3 მგზავრი. დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა.
თვთმფრინავი ირკუტსკის ოლქიდან კაზაჩინსკოეს დასახლებაში მიფრინავდა. ინციდენტის გამომწვევ მიზეზად, ერთ-ერთ ვერსიად, ტექნიკური ხარვეზი სახელდება.
მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, ირკუტსკის რეგიონში 15 სექტემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.