ბათუმში, დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალი დაჭრეს

ბათუმში, დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, კაცმა ქალი დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს შსს-ში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მოქალაქემ, რომელიც ქალს თავს დაესხა, თვითდაზიანებები მიიყენა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

შსს-ს ცნობით, ქალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ინციდენტში მონაწილეები სავარაუდოდ, ერთმანეთს იცნობდნენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქალი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, თუმცა შსს ამაზე არ საუბრობს.

ბათუმის ბულვარში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 19.108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.