საბერძნეთი და აშშ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების ვადის გაგრძელებას განიხილავენ

საბერძნეთი და აშშ აწარმოებენ მოლაპარაკებებს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებების 5 წლით გახანგრძლივებაზე, ნაცვლად ერთწლიანი განახლებისა, - ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკსმა განაცხადა.

"ჩვენ განვიხილავთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების 5 წლიტნ გახანგრძლივებას, რათა არ დაგვჭირდეს მისი ყოველწლიური განახლება", - განაცხადა მიცოტაკისმა პრესკონფერენციაზე .

მიცოტაკისმა დასძინა, რომ ბერძნულ-ამერიკული სტრატეგიული თანამშრომლობა ახლა "არის საუკეთესო დონეზე, ვიდრე ოდესმე".

მედიის ცნობით, 2019 წელს ათენმა და ვაშინგტონმა ხელი მოაწერეს თავდაცვის სფეროში შეთანხმებას, რომელიც აშშ-ს ძალებს საშუალებას მისცემს, უფრო ფართოდ გამოიყენონ საბერძნეთის სამხედრო ობიექტები აშშ-ის მაშინდელი სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის დროს.