ბრიტანეთში, 70-ზე მეტი ქალი ხეებზე "დაქორწინდა", რადგან ტყეები გაჩეხვისგან დაიცვან

დიდ ბრიტანეთში, ტყეების გაჩეხვის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, 70-ზე მეტი ქალი ხეებზე "დაქორწინდა". ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

Euronews-ი წერს, რომ გარემოსდამცველებმა ამით უპასუხეს მთავრობის გეგმას, რომელიც 116 კორპუსის აშენებას ითვალისწინებს ბრისტოლში, იმ ადგილას, სადაც ამჟამად 74 ხე დგას.

BBC-ის ცნობით, თითოეულ პატარძალს სხვადასხვა კულტურისთვის დამახასიათებელი საქორწილო კაბება ეცვა.

მიუხედავად იმისა, რომ ხეზე ქორწინება, იურიდიულად, შეუძლებელია, ქალები ამბობენ, რომ ამ ჟესტით ბუნების გადარჩენას ცდილობენ.

"ხეზე დაქორწინება აბსოლუტური პრივილეგიაა. ეს არ არის მხოლოდ სენტიმენტალური ჟესტი, ის ძალზე მნიშვნელოვანი და სიმბოლურია. ხეები არიან უპირობო სიყვარულის სუფთა მაგალითები, რაც მშვენივრად ჯდება ქორწინების მთელ იდეაში. ქორწინება სიცოცხლისთვისაა, სუნთქვა კი სიცოცხლისთვის“, - აცხადებს ერთ-ერთი პატარძალი.