რამდენი მასწავლებელი და სტუდენტია სრულად ვაქცინირებული

გასულ კვირას, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში აცრის მაჩვენებლები შეისწავლეს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, საჯარო სკოლების მთლიანი პერსონალის 55%, მინიმუმ, ერთი დოზითაა აცრილი. სრულად აცრილია 33%. პედაგოგების, მინიმუმ ერთი დოზით აცრის მაჩვენებელია 58%. საიდანაც სრულად აცრილია 36%.

"განსხვავებაა საჯარო და კერძო სკოლებს შორის. ორჯერადი აცრების თვალსაზრისით, ეს მაჩვენებელი ორივეგან 50%-ს დაბლაა. ოქტომბერში სწავლა აუცილებლად უნდა დაიწყოს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ადასტურებს მზაობას, რომ ყველამ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერი გააკეთოს, რომ სწავლა აღდგეს.სასურველია, რომ სკოლებში, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის აცრის მაჩვენებელი 80% იყოს.

ჩვენ ასევე ვითვლით, თუ რამდენ მასწავლებელს აქვს ვირუსი გადატანილი. მარტო მასწავლებლები არ არიან მნიშვნელოვნები. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გვინდა, ჩვენმა ბავშვებმა სკოლებში იარონ, ბავშვის ოჯახის წევრებმა - მშობლებმა, ბებია-ბაბუებმა, თუ ერთად ცხოვრობენ, კეთილი უნდა ინებონ და იყვნენ აცრილები.

საჯარო სკოლების მთლიანი პერსონალის 55%, მინიმუმ, ერთი დოზითაა აცრილი. სრულად აცრილია 33%. პედაგოგების, მინიმუმ ერთი დოზით აცრის მაჩვენებელია 58%. საიდანაც სრულად აცრილია 36%.

კერძო სკოლების პედაგოგებიდან, მინიმუმ ერთი დოზით, აიცრა 64%, სრულად - 44%, საიდანაც ყველაზე მაღალი მაჩვენებლი გვაქვს თბილისში -70%.

ეს გვაქვს დათვლილი ამ ეტაპზე, მაღალმთიან სკოლებთან მიმართებით, სადაც დაანონსებულია, რომ სწავლა 4 ოქტომბერს უნდა აღდგეს, ჩვენ ცალკე შევისწავლეთ კიდევ 332 მაღალმთიანი სკოლა, დაახლოებით, 10 000 მოწაფით და 6 700-მდე პედაგოგ-მასწავლებლითა და ადმინისტრაციული პერსონალით, 1,08% გვქონდა დაინფიცირების მაჩვენებელი ბავშვებში, ანუ მოსწავლეებში, რაც დაბალია და კარგია. ასევე ბოლო 6 თვეში, 415 პედაგოგია, აქედან 6% იყო დაინფიცირებული და 25% ამ სკოლებში პედაგოგებისა, იყო აცრილი, ამას ვითვლით", - განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სტუდენტებს მოუწოდებს, გააქტიურდნენ და ვაქცინაციაში ჩაერთონ.

"სამწუხაროდ, ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სტუდენტებში გვაქვს. 138 ათასამდე სტუდენტია საქართველოში - ბაკალავრები, მაგისტრები, დოქტორანტები. სრულად აცრის საშუალო მაჩვენებელი 17%-ია, რაც დაბალია. მოვუწოდებ სტუდენტებს, რომ, თუ გვინდა, რომ დასწრებით სწავლება იყოს, უფრო ვიაქტიუროთ და მივცეთ მაგალითი. ამასთანავე, სტუდენტებში ინფექცია, დაახლოებით, 9,5%-მა გადაიტანა", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.