თურქეთში ტურისტების ავტობუსისა და სკოლის მიკროავტობუსის შეჯახებას 1 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა შორის არიან მოსწავლეები

თურქეთში, მუღლის პროვინციაში სკოლის მიკროავტობუსი და ტურისტების ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შედეგადაც დაიღუპა 1 და დაშავდა 49 ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსი დაეჯახა მიკროავტობუსს, რომელშიც სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ. ტურისტული ავტობუსის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, მას გულის შეტევა ჰქონდა.

დაშავებულებს შორის 41 უკრაინელი ტურისტი, 7 მოსწავლე და სკოლის მიკროავტობუსის მძღოლია. ყველა მათგანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.