თბილისში, წერეთლის გამზირზე 3 არასრულწლოვანი დაჭრეს

თბილისში წერეთლის გამზირზე 3 არასრულწლოვანი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს შსს-ში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

უწყებაში დამატებით კითხვებს არ პასუხობენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის მოხდა. დაპირისპირების მიზეზი მუსიკალურ ჟანრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გახდა.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.