იტალიელი ქალი, რომელსაც ქმარმა საავადმყოფოს გარეთ სერენადა უმღერა, გარდაიცვალა. 81 წლის იტალიელის სტეფანო ბოზინის ფოტომ, რომელიც მეუღლეს სერენადას საავადმყოფოს ფანჯრებს მიღმა უმღერის, მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო.
მან საავადმყოფოს ადმინისტრაციას სთხოვა,შეიძლებოდა თუ არა სიმღერის შესრულება, რათა მეუღლისთვის ბედნიერების ხუთი წუთი ეჩუქებინა.
სტეფანო ბოზინიმ ადგილობრივ გაზეთს განუცხადა, რომ რეგულარულად უკრავს სოფლის ფესტივალებსა და მოხუცთა თავშესაფრებთან.
წყვილი 47 წლის წინ დაქორწინდა.