სოფლის მეურნეობის წარმოების შემცირებამ, წყლის სიმცირემ, ზღვის დონის ამაღლებამ და კლიმატის ცვლილების სხვა მავნე ზემოქმედებამ შეიძლება, 2050 წლისთვის 200 მლნ-ზე მეტ ადამიანს სახლების დატოვება აიძულოს. ამის შესახებ France24 წერს.
მსოფლიო ბანკის თანახმად, მიგრანტების რაოდენობამ შეიძლება მიაღწიოს 86 მილიონს 2050 წლისთვის სუბსაჰარულ აფრიკაში, 49 მილიონს აღმოსავლეთ აზიასა და წყნარ ოკეანეში, 40 მილიონს სამხრეთ აზიაში, 19 მილიონს ჩრდილოეთ აფრიკაში, 17 მილიონს ლათინურ ამერიკაში. ხუთ მილიონს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.
მდგრადი განვითარების საკითხებში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა იურგენ ვოგელმა განაცხადა, რომ მონაცემები იძლევა პოტენციური მიგრაციის მასშტაბის გლობალურ შეფასებას ასახავს.
„კლიმატის ცვლილება არის მიგრაციის სულ უფრო მძლავრი მამოძრავებელი ძალა”, - ნათქვამია მოხსენებაში. საკვებისა და წყლის ნაკლებობა მოითხოვს მოქმედების აუცილებლობას, რადგან საარსებო წყარო და ადამიანის კეთილდღეობა მზარდი საშიშროების წინაშეა.
„მიგრაციის ტრაექტორია მომდევნო ნახევარ საუკუნეში, დამოკიდებულია კლიმატის ცვლილებასა და განვითარებაზე ჩვენს კოლექტიურ მოქმედებაზე მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში“, - აღნიშნავს ვოგელი.
მსოფლიო ბანკის განცხადებით, კლიმატის ცვლილება ყველაზე მეტად დააზარალებს უღარიბეს და ყველაზე დაუცველ რეგიონებს და საფრთხეს შეუქმნის განვითარების მიღწევებისკენ ქვეყნების შემობრუნებას.