„მიტოვებული ძაღლს, რომელსაც მხოლოდ გერმანული ესმოდა, ინგლისურს ასწავლიან, რომ ახალი თავშესაფარი იპოვოს“, - ამის შესახებ BBC წერს.
ერთი წლის ამერიკული ბულდოგი, ჰექტორი დასავლეთ იორკშირში, საქველმოქმედო ორგანიზაციის კართან დატოვეს.
თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ ძაღლს არ ესმოდა ინგლისური, რადგან ამ ენაზე არ რეაგირებდა. ამიტომ, სხვა ენის გამოყენება სცადეს.
„მისთვის ინგლისური სიტყვების გაცნობა დავიწყეთ და სიტყვიერი ბრძანებების პარალელურად ხელების მოძრაობასაც ვიყენებთ, ამიტომ, ჰექტორმა ძალიან სწრაფად დაიწყო ათვისებ“, - ამბობს ორგანიზაციის მენეჯერი.
მისივე თქმით, ახალი ოჯახი, რომელიც ძაღლს მიიღებს, არამწეველი უნდა იყოს, რადგან აღმოჩნდა, რომ ძაღლს სხეულზე ამ გზით მიღებული დამწვრობა აღმოაჩნდა.