ნორვეგიის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა

ნორვეგიის მემარცხენე ოპოზიციამ, ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, იუნას გარ სტორეს მეთაურობით, ნორვეგიის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

მემარცხენეებმა დაამარცხეს მემარჯვენე კოალიცია, რომელსაც 2013 წლიდან ხელმძღვანელობს კონსერვატიული პრემიერ-მინისტრი ერნა სოლბერგი.

კონსერვატიული პარტიის ლიდერმა, ერნა სულბერგმა საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის დამარცხება აღიარა და გამარჯვება მიულოცა ოპოზიციური შრომის პარტიის ლიდერს, იუნას გარ სტორეს.

13 სექტემბერს ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგებით, სოციალისტური მემარცხენე და ევროსკეპტიკური ცენტრისტული პარტია, 169-ადგილიან პარლამენტში 100 ადგილს დაიკავებენ,

61 წლის მილიონერი, იუნას გარ სტორე პრემიერ-მინისტრობის მთავარი პრეტენდენტია. არჩევნებში დამარცხებული ერნა სულბერგი ნორვეგიის მთავრობას ბოლო 8 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.