ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 221 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 990 პაციენტი, 54 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 585 036 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 548 951, გარდაიცვალა 8 287 პაციენტი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 717 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 507 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 210 PCR ტესტით.
დადებითობის მაჩვენებელი: 13 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.54%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.58% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.44%.
ინფიცირების 3 221 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 1 167, აჭარა - 220, იმერეთი - 498, ქვემო ქართლი - 194, შიდა ქართლი - 279, გურია - 71, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 339, კახეთი - 272, მცხეთა-მთიანეთი - 93, სამცხე-ჯავახეთი - 46, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 42.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 27 772 საიდანაც: 5 882 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 428, აჭარაში - 664, იმერეთში - 1 046.
მძიმე პაციენტია 1 387, მათ შორის, თბილისში - 557, აჭარაში - 167, იმერეთში - 356.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 346, მათგან თბილისში - 207, აჭარაში - 29, იმერეთში - 25.
1 539 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 903 - თბილისში, 367 - აჭარაში.
20 351 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 78 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 76, ხოლო აჭარაში - 2. სულ 6 ოქტომბრიდან - 13 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 147 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 999 ადამიანი.