ვაქცინირებულებში ლატარიის პირველი გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ვაქცინირებულებში ლატარიის პირველი გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ამ ეტაპზე 160 გამარჯვებული გამოვლინდა. მათ ჯამში 20 000 ლარი მოიგეს.

გათამაშება 12:00 საათზე, ვებგვერდზე - stopcov.lotto.ge გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ მომხმარებელი, რომელმაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია „აიცერი და მოიგეს“ ლატარიის ამოქმედებამდე, 2021 წლის 13 სექტემბრამდე ჩაიტარა, მონაწილეობას მიიღებს „აიცერი და მოიგეს" ყველა გათამაშებაში.

პირველი აცრის გაკეთებისთანავე ბენეფიციარი მონაცემთა ბაზაში ავტომატურად მიიღებს გათამაშების ბილეთს, აცრიდან მეორე დღესვე მიღებული ბილეთი ერთვება „აიცერი და მოიგეს“ ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებაში. მომხმარებელი, რომელმაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია „აიცერი და მოიგეს“ ლატარიის ამოქმედებამდე, 2021 წლის 13 სექტემბრამდე ჩაიტარა, მონაწილეობას მიიღებს „აიცერი და მოიგეს“ ყველა გათამაშებაში.

STOPCOVID ლატარიის ვაქცინირების დროს მიღებული ბილეთი ვალიდურია ყველა გათამაშების განმავლობაში, მანამდე სანამ ბილეთზე არ დაფიქსირდება მოგება. მაგალითად, თუ თქვენ ერთხელ გაიმარჯვეთ ყოველდღიურ გათამაშებაში, თქვენი ბილეთი აღარ მიიღებს მონაწილეობას მომდევნო ყოველდღიურ გათამაშებაში, მაგრამ მიიღებს მონაწილეობას ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებებში. იმ შემთხვევაში, თუ მოიგეთ ყოველკვირეულ გათამაშებაში, თქვენი ბილეთი შემდგომში მონაწილეობას მიიღებს შემაჯამებელ გათამაშებაში.

ყოველდღიური და ყოველკვირეული გათამაშება 27 დეკემბერს დასრულდება, ხოლო 31 დეკემბერს შემაჯამებელი გათამაშება გაიმართება.

ამავე თემაზე:

როგორ უნდა ჩაერთონ ვაქცინირებულები ლატარიის გათამაშემაში