უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა შემოიღო უკრაინელებისთვის „ყვითელი“ და „მწვანე“ კოვიდპასპორტები, რომელიც შეიცავს ინფორმაციას სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციის შესახებ და რომლის მიხედვითაც პრივილეგიები ვრცელდება ყველა ვაქცინირებულზე. ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.
კერძოდ, ცვლილებების თანახმად, კოვიდპასპორტი იქნება „ყვითელი“ ან „მწვანე“ და შეიცავს ინფორმაციას ვაქცინაციის, 72 საათის განმავლობაში მოქმედი ტესტის უარყოფითი შედეგის ან გამოჯანმრთელების შესახებ. „ყვითელი“ პასპორტი შეიცავს ინფორმაციას პირველი ვაქცინაციის შესახებ, ხოლო „მწვანე“ - სრული კურსის შესახებ.
ეპიდემიის სიტუაციის "ყვითელი დონის" შემოღების შემთხვევაში, საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობის მოთხოვნები გამარტივდა - ისინი იმუშავებენ, თუ დასაქმებულთა სულ მცირე 80%-ს ექნება „ყვითელი“ ან „მწვანე“ კოვიდპასპორტი.
ამავდროულად, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის „ყვითელ დონეზე“ შეზღუდვები არ ვრცელდება, თუ ყველა მონაწილეს და საზოგადოებრივი ღონისძიებების ორგანიზატორების არანაკლებ 80% -ს, კინოთეატრების, თეატრების, მუზეუმებისა თუ სხვა კულტურული დაწესებულებების თანამშრომლებს, სპორტული დარბაზებისა და საცურაო აუზების თანამშრომლებს აქვთ „ყვითელი“ ან „მწვანე“ კოვიდპასპორტი.
თუ დაინერგება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის „წითელი დონე“, საგანმანათლებლო დაწესებულებები იმუშავებენ, თუ თანამშრომელთა 100% -ს ექნება „მწვანე“ კოვიდპასპორტი.
„შემოთავაზებული ცვლილებები არის შესაძლებლობა შეაკავოს ეპიდემიური მდგომარეობა და შეინარჩუნოს ქვეყნის ეკონომიკური აქტივობა. ჩვენ ვამბობთ, რომ დღეს ყველას აქვს შესაძლებლობა იყოს აცრილი და დაცული, ამისათვის საკმარისია ვაქცინა", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მინისტრთა კაბინეტმა ბიზნესს შესთავაზა, თავად განსაზღვრონ, მთავრობის მიერ შემოთავაზებული საკარანტინო ზომების რომელ ფორმატს მიიღებენ - იმუშაონ შეზღუდვების გარეშე, მხოლოდ ვაქცინირებული კლიენტებისთვის, თუ შეზღუდვებით.