რუსეთისა და სირიის პრეზიდენტები, ვლადიმერ პუტინი და ბაშარ ასადი ერთმანეთს მოსკოვში შეხვდნენ. მოლაპარაკებები კრემლში გაიმართა.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტებმა განიხილეს პოლიტიკური მდგომარეობა, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე ორმხრივი, მათ შორის ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხები.
მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ასადს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
”[არჩევნების] შედეგები აჩვენებს, რომ ხალხი გენდობათ თქვენ და, მიუხედავად წინა წლების ყველა სირთულისა და ტრაგედიისა, ისინი კვლავ გიკავშირებენ თქვენ აღდგენის პროცესს და ნორმალურ ცხოვრებას", - თქვა პუტინმა ასადთან საუბრისას.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა სირიის ძირითადი ტერიტორიის ტერორისტებისგან განთავისუფლება (ამჟამად, ლეგიტიმური მთავრობა აკონტროლებს ტერიტორიის 90% -ზე მეტს), ლტოლვილები აქტიურად ბრუნდებიან განთავისუფლებულ რაიონებში, ხალხი საკუთარ სახლებს აღადგენს.
ამასთან, პუტინმა ამჟამად არსებულ მთავარ პრობლემად სირიის ცალკეულ ტერიტორიებზე გაეროს და სირიის ხელისუფლების მანდატის გარეშე უცხოური შეიარაღებული ძალების ყოფნას ასახელებს.
თავის მხრივ, ბაშარ ასადმა რუსეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ჰუმანიტარული დახმარებისთვის და "ტერორიზმის გავრცელების" შესაჩერებლად მიმართული ძალისხმევისთვის.