ვლადიმერ პუტინი თვითიზოლაციაშია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მის გარემოცვაში კოვიდინფიცირების შემთხვევების გამო თვითიზოლაციაშია, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.

რამდენი დღით დარჩება ვლადიმერ პუტინი კარანტინში, უცნობია.

ცნობისთვის, პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ მის გარშემო კორონავირუსით ბევრია ინფიცირებული და მალე მოუწევდა კარანტინში გადასვლა.