ჩრდილოეთ კორეამ სასაზღვრო კონტროლი გაამკაცრა და კორონავირუსისგან დასაცავად კედლის აშენებას გეგმავს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ჩრდილოეთ კორეამ ჯარისკაცების რაოდენობაც გაზარდა, ამათან ერთად კი, საზღვარზე ე.წ ძლიერ თავდაცვით კედელს ააშენებს.
ვირუსის არარსებობაზე ჩრდილოეთ კორეის განცხადებას, არ ეთანხმებიან ექსპერტები და მიუთითებენ იმ ფაქტზე, რომ ქვეყანა ესაზღვება ჩინეთს, რომელიც ვირუსის გავრცელების ეპიცენტრი იყო.
ჩრდილოეთ კორეის საზღვრები იანვრიდან დაიკეტა. ეს გადაწყვეტილება ჩინეთში Covid-19–ის გავრცელებას მოჰყვა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ნოემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული მონაცემის თანახმად, ჩრდილოეთ კორეას 12000-ზე მეტი ტესტიდან, არც ერთი დადებითი პასუხი არ დაუფიქირებია.