მოსკოვის სასამართლომ Facebook-ი 21 მლნ რუბლით დააჯარიმა

მოსკოვის სასამართლომ, აკრძალული ინფორმაციის წაშლაზე უარის თქმის გამო, Facebook-ი კიდევ 21 მილიონი რუბლით დააჯარიმა, ამის შესახებ ინფორმაციას ტაგანსკის სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სოციალურ ქსელებისთვის რუსული სასამართლოების მიერ დაწესებული ჯარიმების საერთო ოდენობამ, 90 მილიონი რუბლი შეადგინა.

"განხილულ 5 საქმეზე დადგენილია ჯარიმები ადმინისტრაციული სასჯელის სახით, 21 მილიონი რუბლის ოდენობით", - აცხადებენ სასამართლოს პრესსამსახურში.

როგორც ცნობილია, სასამართლომ ასევე დააჯარიმა Twitter-ი 5 მილიონი რუბლით. Twitter-ისთვის დაწესებული ჯარიმების საერთო ოდენობ 45 მილიონი რუბლია.